LIVE

ჯონსონი: გაიკეთეთ "ბუსტერი" და ისიამოვნეთ ახალი წლით გონივრულად

30 დეკ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 996
ჯონსონი: გაიკეთეთ "ბუსტერი" და ისიამოვნეთ ახალი წლით გონივრულად

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ხალხმა ახალი წელი ფრთხილად უნდა აღნიშნოს. 

"ჩაიტარეთ ტესტი, გაანიავეთ, იფიქრეთ სხვებზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მიიღეთ ბუსტერი",- ამბობს ჯონსონი. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილი 2,4 მილიონი პირია, ვისაც "ბუსტერის" გაკეთების უფლება აქვს, თუმცა თავს იკავებს. 

მისი ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ადამიანების თითქმის 90% გამაძლიერებელი დოზით აცრილი არ არის. 

„თუ ვაქცინირებული არ ხარ, რვაჯერ უფრო მაღალია რისკი, რომ საავადმყოფოში მოხვდები. ასე რომ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. გააქტიურდით საკუთარი თავისთვის და ისიამოვნეთ ახალი წლით გონივრულად და ფრთხილად",- ამბობს ჯონსონი.