LIVE

ჩინეთი 2022 წელს ეკონომიკის სტაბილიზაციის პირობას დებს

29 დეკ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1301
ჩინეთი 2022 წელს ეკონომიკის სტაბილიზაციის პირობას დებს

როგორც ჩანს, ჩინეთი მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაციისთვის სტიმულის დამატებას გეგმავს. ქვეყნის სხვადასხვა სამინისტროები პირობას დებენ, რომ უფრო პროაქტიულ ზომებს მიიღებენ, რათა უძრავი ქონების ფასის ვარდნით და სუსტი მოხმარებით გამოწვეული შენელება გამოასწორონ.

ეკონომიკაზე ზეწოლის ზრდის პარალელურად, ცენტრალური ბანკი ასევე დებს პირობას, რომ აქტიურად დანერგავს მონეტარული პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

როგორც ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) მონეტარული პოლიტიკის მრავალფეროვან ინსტრუმენტებს ლიკვიდურობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად და საკრედიტო ზრდის სტაბილურობისთვის გამოიყენებს. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ 2022 წლის ფისკალური პოლიტიკა ზრდის სტაბილიზაციაზე და გადასახადების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

ჩინეთის ეკონომიკა ბოლო თვეების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ვარდნისა და წარმოების შემცირების გამო შენელდა. შესუსტდა ქვეყნის ინვესტიციები და კერძო მოხმარებაც. ომიკრონის ვარიანტის გავრცელება ასევე დამატებითი საფრთხეა ეკონომიკისთვის, რადგან ვირუსს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ექსპორტზე, ხოლო გაზრდილი შეზღუდვები ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო დააზიანებს მოხმარებას.

PBOC-ს მონეტარული სტიმულის მიმართ ჯერჯერობით თავშეკავებული მიდგომა აქვს, თუმცა ბანკის მიმართ მოლოდინები იზრდება. ჩინეთის სახალხო ბანკმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გასულ კვირას პირობა დადო, რომ 2022 წელს რეალური ეკონომიკის მხარდასაჭერად ინსტრუმენტებს უფრო აქტიურად გამოიყენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია