LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

28 დეკ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1014
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0899 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0789 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.10 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5009 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4853 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.