LIVE

მსოფლიოში 9 მილიარდზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდა

28 დეკ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
მსოფლიოში 9 მილიარდზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდა

Bloomberg-ის სტატისტიკით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 184 ქვეყანაში 9 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

გლობალურად, ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 41.9 მილიონი დოზაა. ამ ტემპით, მსოფლიოში მოსახლეობის 75%-ის მინიმუმ 1 დოზით აცრას კიდევ 5 თვე დასჭირდება.

ვაქცინაცია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში 10-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. 

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დოზა ადმინისტრირებულია ჩინეთში, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.77 მილიარდს გადააჭარბა, მას მოჰყვება  ინდოეთი 1.42 მილიარდზე მეტი დოზით, მე-3 ადგილზე ევროკავშირი 732 მილიონზე მეტი დოზით, მას მოსდევს აშშ სადაც 500 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გამოიყენეს. 

რაც შეეხება საქართველოს, 28 დეკემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 280 377 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 44.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 132 581 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.4%. "ბუსტერ" დოზა გაკეთებული აქვს 67 315  ადამიანს.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს ამცრელი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიცსამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.