Covid-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო, Apple-მა ნიუ-იორკში ყველა ძირითადი მაღაზია დახურა. დახურული მაღაზიების სიაში კომპანიის მეხუთე ავენიუს, სოჰოს და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ფილიალებიც მოხვდა.
16 მაღაზიის დახურვის პარალელურად, Apple-ი მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეკვეთა ონლაინ განათავსონ და შემდეგ ნივთები მაღაზიიდან წაიღონ. მყიდველები ვერ შეძლებენ პროდუქტის ადგილზე დათვალიერებას და შეძენას. ასევე, არ იმუშავებს მაღაზიების ტექნიკური დახმარების მიმართულება.
ნიუ-იორკში ომიკრონის გავრცელების პარალელურად, Covid შემთხვევების რიცხვმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. შტატი დღეში ათიათასობით ახალ შემთხვევას აფიქსირებს. ბოლო დღეებში Apple-მა ასევე დახურა საცალო მაღაზიები ნიუ-იორკის გარეთაც. დახურული ლოკაციების სიაში მოხვდნენ Los Angeles Tower Theatre-ის მაღაზია, Carnegie Library-ის ლოკაცია ვაშინგტონში და ასევე კომპანიის ზოგიერთი მაღაზია ტეხასის, ოჰაიოს, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში.
კომპანია ჯერჯერობით არ აცხადებს, როდის გაიხსნება მყიდველებისთვის ნიუ-იორკის მნიშვნელოვანი მაღაზიები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი