LIVE

პანდემიის ფონზე სტარტაპების დაფინანსება გაიზარდა

17 იან 202118:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
პანდემიის ფონზე სტარტაპების დაფინანსება გაიზარდა
Thomas Barwick/Digital Vision/Getty Images

სტარტაპებისთვის უიმედოდ დაწყებული 2020 რეკორდული ინვესტირების მაჩვენებლით დასრულდა. Money Tree-ს მონაცემებით, აშშ-ში გასულ წელს 130 მილიარდი დოლარის სტარტაპ-ინვესტიცია განხორციელდა. უმსხხვილესი შეთანხმებები Space Exploration Technologies-ში ჩადებული 1.9 მილარდი აშშ დოლარი და Epic Games-ში 1.5 მილიარდი აშშ დოლარიანი ინვესტირება იყო. სტარტაპ შეთანხმებების უმრავლესობა ფინანსურ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და სამედიცინო სერვისებს მოიცავდა.

გაიზარდა ე.წ უნიქორნი კომპანიების რაოდენობაც. ამერიკაში 1 მილიარდიან ღირებულებას 225-მა სტარტაპმა მიაღწია. მიუხედავად პროგრესისა, ახალ ბიზნესებს ბაზარზე თავის დამკვიდრება მაინც გაუჭირდათ. ახალი გარიგებების რაოდნობა ზედიზედ მეორე წელია 6 022-ით შემცირდა.

პანდემიის ფონზე სტარტაპების მიმართ ინტერესი ევროპაშიც გაიზარდა. ევროკავშირმა უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი შექმნა, რომელიც ნოვატორულ-მეცნიერული სტარტაპების უშუალო აქციონერი გახდება და ამერიკას და აზიას გაუწევს კონკურენციას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიზეტ შაპმანი