LIVE

კორონავირუსს შეუძლია სხეულში თვეების განმავლობაში იარსებოს - კვლევა

27 დეკ 202112:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
კორონავირუსს შეუძლია სხეულში თვეების განმავლობაში იარსებოს - კვლევა
Bloomberg

აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსს რამდენიმე დღეში შეუძლია სასუნთქი გზებიდან გულში, ტვინში და სხეულის თითქმის ყველა ორგანოში გავრცელდეს, სადაც ის შეიძლება თვეების განმავლობაში დარჩეს.

ამ დრომდე ყველაზე სიღრმისეულ კვლევაში, რომელიც ვირუსის სხეულსა და ტვინში გავრცელებას ეხება, ნათქვამია, რომ პათოგენს ადამიანის უჯრედებში სასუნთქი გზების მიღმა გამრავლება შეუძლია.

კვლევის შედეგები ვირუსისგან დაგვიანებულ კლირენსზე მიუთითებს, რაც პოტენციურად იმ მუდმივი სიმპტომების გამომწვევია, რომლებიც ხანგრძლივი Covid-ის მქონე პაციენტებს აწუხებთ. ავტორების თქმით, მექანიზმების გაგება, რომლითაც ვირუსი არსებობას აგრძელებს ხელს შეუწყობს ხანგრძლივი Covid პაციენტების მკურნალობის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის დასკვნები ჯერ არ არის გადახედილი დამოუკიდებელი მეცნიერების მიერ. ასევე, კვლევა ძირითადად ეყრდნობა Covid-ის ფატალური შემთხვევებიდან შეგროვებულ მონაცემებს და არა იმ პაციენტების მონაცემებს, რომლებიც ხანგრძლივ Covid-ი ან SARS-CoV-2 პოსტმწვავე გართულება აღენიშნებათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი