LIVE

ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა ისტორიული მისია დაიწყო

25 დეკ 202120:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 834
ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა ისტორიული მისია დაიწყო
NASA

ჯეიმს უების $10 მილიარდის ღირებულების ტელესკოპმა დედამიწა დატოვა, რათა შეასრულოს ისტორიული მისია - გვაჩვენოს ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ სამყაროს. მისიას საფრანგეთის გვინეაში მდებარე Kourou-დან Ariane-ის რაკეტა ასრულებს.

ტელესკოპი დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით, სადამკვირვებლო სადგურისკენ მიემართება.

უები, რომელსაც აპოლონის მთვარეზე დაშვების ერთ-ერთი არქიტექტორის სახელი ეწოდა, ჰაბლის ტელესკოპის მემკვიდრეა.

“ეს არის მაგალითი იმისა, რისი მიღწევა შეგვიძლია, როცა დიდზე ვოცნებობთ. ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს პროექტი სარისკო ბიზნესი იქნებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა დიდი ჯილდო გინდა, დიდი რისკის გაღება გიწევს”, - განაცხადა შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.

ინჟინრებმა, რომლებიც მუშაობენ კოსმოსურ სააგენტოებთან აშშ-ში, ევროპასა და კანადაში, ააშენეს ახალი ობსერვატორია, რომელიც 100-ჯერ უფრო ძლიერი იქნება.

ახალი ობიექტის შესაძლებლობების საფუძველს მისი 6,5მ-ის სიგანის ოქროს სარკე ქმნის. ეს თითქმის სამჯერ აღემატება ჰაბლის მთავარ რეფლექტორს. გაფართოებულმა ოპტიკამ, ოთხ ზემგრძნობიარე ინსტრუმენტთან ერთად, ასტრონომებს უნდა მისცეს საშუალება, უფრო ღრმად შეიხედონ კოსმოსში - და, შესაბამისად, უფრო უკან დროში - ვიდრე ოდესმე.

სწორედ ამ ობიექტებში მომხდარი ბირთვული რეაქციების შედეგად წარმოიქმნება სიცოცხლისთვის აუცილებელი მძიმე ატომები - ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, ფოსფორი და გოგირდი.

Webb-ის კიდევ ერთი მთავარი მიზანი შორეული პლანეტების ატმოსფეროს გამოკვლევა იქნება, რაც მკვლევრებს დაეხმარება გაარკვიონ, არის თუ არა ეს სამყაროები რაიმე სახით საცხოვრებლად ვარგისი.