LIVE

ტონი ბლერი იდიოტებს უწოდებს მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს

23 დეკ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1287
ტონი ბლერი იდიოტებს უწოდებს მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს
BBC

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი იდიოტებს უწოდებს მათ, ვინც ვისაც აცრა შეუძლია და არ იცრება.

მისივე თქმით, იძულების ნაცვლად, ასეთი ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინაცია საჭიროა. 

„შეიძლება იყოს ყველანაირი მიზეზი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს მათ ინტერესებშია, რომ აცრა გაიკეთონ, დაივიწყონ საზოგადოების ინტერესები", - ამბობს ტონი ბლერი. 

ის ასევე ამბობს, რომ 12 წლამდე ასაკის ადამიანების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის უნდა მიღებულიყო და დასძინა: „არ ვიცი რას ველოდებით“.

ბლერის თქმით, ის მხარს უჭერს მთავრობას, რომ არ დააწესოს შეზღუდვები შობის წინ, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას წარმოუდგენლად რთულს და სარისკოს უწოდებს. 

დღესასწაულების დღეებში შეზღუდვები დაწესდა უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, მაგრამ ინგლისში მომდევნო დღეებში ახალი რეგულაციების ამოქმედებას არ ელიან. პრემიერ-მინისტრი ხალხს მოუწოდებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება, რათა დაიცვან თავი და ოჯახები. მათ შორის ატარონ პირბადე და გაიკეთონ კოვიდტესტი, სანამ საყვარელ ადამიანს ნახავენ. 

გაერთიანებულ სამეფოში გუშინ კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.