LIVE

ნიუ-იორკი Covid-ტესტების კრიზისის წინაშეა

23 დეკ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1086
ნიუ-იორკი Covid-ტესტების კრიზისის წინაშეა
Angus Mordant/Bloomberg

ნიუ-იორკის ოფიციალური წარმომადგენლები ომიკრონის გავრცელების წინ Covid-19-ის ტესტირების პუნქტების დახურვას დაბალი მოთხოვნით ამართლებენ. ოფიციალური პირები პირობას დებენ, რომ ქალაქში კორონავირუსის ტესტირება მომდევნო კვირაში გაიზრდება.

ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო აცხადებს, რომ ზოგიერთ პუნქტში ტესტირებაზე მოთხოვნა დაეცა, შედეგად ფოკუსი ძირითადად ტესტირების მობილურ ფურგონებზე გადავიდა. მისი თქმით, ომიკრონის გავრცელებამ ქალაქი გააკვირვა. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც საშობაო არდადეგების წინ ტესტს საჭიროებენ, რამაც ნიუ-იორკში კორონავირუსის ტესტირებაზე გრძელი რიგები გააჩინა.

ქალაქში ტესტირებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია ივლისის შემცირების შემდეგ, როცა დღიურად დაახლოებით 23,000 PCR და 8,000 სწრაფი ანტიგენის ტესტი კეთდებოდა. 17 დეკემბრის მონაცემებით, ნიუ-იორკში თითქმის 70,000 PCR და 25,000 ანტიგენის ტესტი კეთდება, რაც 200%-იანი ზრდაა.

მიშელ კაცის თქმით, რომელიც ნიუ-იორკის საჯარო საავადმყოფოებს მართავს, ქალაქმა ბოლო სამ კვირაში ტესტირებები გააორმაგა. მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკი 23 ახალი ტესტირების პუნქტის დამატებას გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელეინ ჩენი