LIVE

ჩინელი ჩოგბურთელი პენ შუაი მასზე სექსუალურ ძალადობას უარყოფს

20 დეკ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 800
ჩინელი ჩოგბურთელი პენ შუაი მასზე სექსუალურ ძალადობას უარყოფს
Xinhua News Agency/Getty Images

ცნობილმა ჩინელმა ჩოგბურთელმა, პენ შუაიმ მედიას პირველად მისცა ინტერვიუ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამჯერად მან ბრალდება უარყო. 

გასული თვის დასაწყისში 35 წლის პენ შუაიმ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში ამხილა და მას შემდეგ გაუჩინარდა, რამაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. 

ახლა აცხადებს, რომ მის პოსტთან დაკავშირებით "ბევრი გაუგებრობა" არსებობს. 

„პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი რამ: მე არასოდეს მითქვამს და არ დამიწერია, რომ ვინმეს ჩემზე სექსუალურ ძალადობაში ვადანაშაულებ“,- უთხრა პენმა რვაწუთიან ვიდეო ინტერვიუში სინგაპურში დაფუძნებულ ჩინურ გაზეთს Lianhe Zaobao-ს. 

მან ასევე უარყო, რომ ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ან გადაადგილება ეზღუდება.

პენ შუაის ინტერვიუს გამოეხმაურა "ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია" (WTA), რომელიც სპორტსმენის მდგომარეობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამდა. ორგანიზაცია მიესალმა მის საჯარო გამოჩენას, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ამსუბუქებს ქალის მდგომარეობას. WTA განცხადებაში მიანიშნებს, რომ ჩოგბურთელს თავისუფალი კომუნიკაციის პრობლემა აქვს. 

„ჩვენ კვლავ მტკიცედ მოვითხოვთ სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას“,- ნათქვამია WTA-ს განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი