LIVE

გერმანიის სასამართლო - ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის დაკვეთით მოკლეს

15 დეკ 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
გერმანიის სასამართლო - ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის დაკვეთით მოკლეს
GETTY IMAGES

გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წელს საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის მთავრობის დავალებით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ რუს მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლო პროცესის დროს პროკურორებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მოქმედებდა რუსეთის ბრძანებით და ის საიდუმლო სამსახურის სპეციალურ განყოფილებას, FSB-ს ექვემდებარებოდა.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა დააზიანოს უკვე დაძაბული ურთიერთობები გერმანიასა და რუსეთს შორის. რუსეთის ელჩმა გერმანიაში, სერგეი ნეჩაევმა განაჩენს “პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება” უწოდა.

ხანგოშვილი - რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელით - 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში ჩაცხრილეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩენი მეამბოხეების მეთაური იყო 2000-2004 წლებში, როდესაც ჩეჩნეთი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ის 2016 წლიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.