კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის და DIOSynVax-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონათან ჰენის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყო. ვაქცინა ორგანიზმში ნემსის გარეშე, ჰაერის ჭავლით ხვდება.
კვლევა NIHR Southampton-ის კლინიკურ კვლევით ცენტრში ჩატარდება და მასში 18-დან 50 წლამდე ასაკის პირები ჩაერთვებიან. ვაქცინა ახალი შტამების წინააღმდეგაა გათვლილი.
"როგორც ახალი ვარიანტები ჩნდება და იმუნიტეტი იწყებს კლებას, ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები",- ამბობს პროფესორი ჰენი.
მისივე თქმით, ვაქცინა, DIOS-CoVax, დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს განსხვავებულ ტექნოლოგიას, რომელსაც Covid-ის ვარიანტებისა და სხვა კორონავირუსებისგან ბევრად უფრო ფართო დაცვა შეუძლია უზრუნველყოს.
"ეს არის პირველი ნაბიჯი უნივერსალური კორონავირუსის ვაქცინისკენ, რომელზეც ჩვენ ვამუშავებთ და რომელიც გვიცავს არა მხოლოდ Covid-19-ის ვარიანტებისგან, არამედ მომავალი კორონავირუსებისგან",- ჯონათან ჰენი.