LIVE

ბრიტანეთში ომიკრონის შტამით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

13 დეკ 202117:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
ბრიტანეთში ომიკრონის შტამით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ომიკრონი შტამით ინფიცირებული  ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაქცინაციის ცენტრში სტუმრობისას განუცხადა. 

დიდ ბრიტანეთში შტამ ომიკრონის გავრცელების გამო გამოცხადდა განგაშის მეოთხე დონე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან მაისამდე იყო გამოცხადებული. 

"ვფიქრობ, აზრი იმის შესახებ, რომ ეს არის რაღაცნაირად ვირუსის უფრო რბილი ვერსია, გვერდით უნდა გადავდოთ და უბრალოდ ვაღიაროთ ტემპი, რომლითაც ის მოსახლეობაში ვრცელდება. ასე რომ, საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, "ბუსტერ" დოზით აცრაა",- თქვა ჯონსონმა. 

სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვარიანტი ყველაზე მეტად არის გავრცელებული,  კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა თუმცა ჰოსპიტალიზაციის ნახტომისებრი მატება არ დაფიქსირებულა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. თუმცა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" შეფასებით, შესაძლოა, ახალმა შტამმა გამოიწვიოს ინფიცირების შემთხვევების მატება და მძიმე შედეგები. 

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის წინასწარი მონაცემების თანახმად, Covid ვაქცინის გამაძლიერებლები ომიკრონის ვარიანტისგან დაცვას 75%-მდე ზრდიან.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია