LIVE

EU-ს მარეგულირებელმა ომიკრონის ვაქცინა შესაძლოა 3-4 თვეში დაამტკიცოს

10 დეკ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1234
EU-ს მარეგულირებელმა ომიკრონის ვაქცინა შესაძლოა 3-4 თვეში დაამტკიცოს
Lex Van Lieshout/EPA-EFE

ევროპის მედიკამენტების სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, ომიკრონის მიზნობრივ ვაქცინას გამოსაყენებლად გაზაფხულზე დაამტკიცებს.

ვაქცინაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარკო კავალერიმ განაცხადა, რომ სააგენტო თანამშრომლობს ვაქცინის მწარმოებლებთან “ომიკრონის ვარიანტის ვაქცინის შემუშავებისთვის და სააგენტო 3-4 თვეში მზად იქნება ომიკრონის ვაქცინის დამტკიცებისთვის”. 

სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა მინიმალური მოთხოვნები წარმოებისთვის და დამტკიცებისთვის აუცილებელი კლინიკური მონაცემები.

ოთხშაბათს გამოქვეყნდა ოთხი ლაბორატორიული კვლევის პირველი მონაცემები, რომელთა თანახმად, ომიკრონის შტამს შეუძლია თავი დააღწიოს ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტს.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, უგურ შაჰინმა, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა თქვა, რომ კომპანია ავითარებს ომიკრონის ვაქცინას, რომელიც 25-დან 75 მილიონამდე დოზით მარტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

BioNTech-მა და მისმა პარტნიორმა Pfizer-მა გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზა უზრუნველყოფს ისეთივე დაცვას ომიკრონისგან, როგორსაც ორი დოზა ახლა დომინანტური დელტა შტამისგან.