Covid-19-ის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, საწყის ეტაპზე 4,2-ჯერ უფრო გადამდებია. იაპონელი მეცნიერის ეს მიგნება, სავარაუდოდ, ადასტურებს დღეისთვის არსებულ შიშს, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.
კიოტოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების პროფესორმა, ჰიროში ნიშიურამ გააანალიზა გენომის მონაცემები, რომლებიც 26 ნოემბრამდე სამხრეთ აფრიკელებში, გაუტენგის პროვინციაში იყო ხელმისაწვდომი.
მეცნიერი ასევე ასკვნის, რომ ომიკრონი ბუნებრივ ან ვაქცინების მეშეობით შეძენილ იმუნიტეტს გაურბის.
საყურადღებოა, რომ კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლია და არც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულა.
ომიკრონის ვარიანტის გამოჩენამ გლობალური შეშფოთება გამოიწვია. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" შეფასებით, შესაძლოა, ახალმა შტამმა გამოიწვიოს ინფიცირების შემთხვევების მატება და მძიმე შედეგები. სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვარიანტი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა თუმცა ჰოსპიტალიზაციის ნახტომისებრი მატება არ დაფიქსირებულა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. გუშინ Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის "ბუსტერ" დოზამ შესაძლოა, შტამის წინააღმდეგ დაცვა გააძლიეროს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კანოკო მაცუამა