LIVE

ქართულ სანელებლებზე მოთხოვნა მზარდია - "დაბის" გეგმები

11 დეკ 202115:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 2901
ქართულ სანელებლებზე მოთხოვნა მზარდია - "დაბის" გეგმები

„დაბი“ საქართველოში წარმოებული მურაბებისა და კომპოტების ექსპორტისათვის ემზადება, თუმცა მის მთავარ საექსპორტო პროდუქტად სანელებლები რჩება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს ამ ეტაპზე კომპანია სანელებლებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში ყიდის და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა მზარდია.

„კომპანია 2010 წელს დაარსდა და უკვე 95 სახეობის პროდუქტს (სანელებლები, მარინადები, სოუსები) ვაწარმოებთ. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის 15% ექსპორტზე გაგვაქვს, ხოლო 85%-ის რეალიზაციას ადგილზე ვახდენთ. ექსპორტის 80% სანელებლებზე მოდის“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი დავით ბიწაძე.

კომპანიის მთავარი საექსპორტო მიმართულებებია ჩეხეთი, შვედეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, კანადა, უკრაინა, რუსეთი, ლატვია და გერმანია. ახლო მომავალში კომპანია აშშ-ს ბაზარზე შესვლასაც გეგმავს. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სანელებლების ექსპორტიდან $8.9 მილიონის შემოსავალი მიიღო.