LIVE

ივანიშვილის საქმეზე შვეიცარიული ბანკის ორი დირექტორი გამოიკითხა

08 დეკ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1019
ივანიშვილის საქმეზე შვეიცარიული ბანკის ორი დირექტორი გამოიკითხა

Credit Suisse Group-ის ექვსი ყოფილი და ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლის თაღლითური ქმედების გამო იკითხება. ისინი ეჭვმიტანილად ან ბრალდებულად არ მიიჩნევიან.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ორი მათგანი ჟენევის პროკურორს გასულ კვირას უკვე შეხვდა. მესამეს დაკითხვა დეკემბრის ბოლოს იგეგმება. დანარჩენები ჩვენებას თებერვალში, საქმის განხილვის გაგრძელების შემდეგ მისცემენ. 

Credit Suisse-ის თანამშრომლის, პატრის ლესკოდრონის გასამართლებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, გამოძიება ადგენს უნდა დაეკისროს თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავად ციურიხში დაფუძნებულ ბანკს.

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს. 

ბანკის განცხადებით, ფინანსური დამკვირვებლის Finma-ს და სისხლის სამართლის ექსპერტების მიერ 2015 წლიდან ჩატარებული საქმის ყველა გამოძიება აჩვენებს, რომ ლესკოდრონს „კრიმინალურ საქმიანობაში მხარს Credit Suisse-ის არც ერთი თანამშრომელი არ უჭერდა“. 

”პირიქით, ურთიერთობის მენეჯერი იღებდა ფულად ჯილდოს მოსარჩელისგან წლების განმავლობაში ისე, რომ მოსარჩელე არ აცნობებდა Credit Suisse-ს",- აღნიშნულია განცხადებაში. 

Credit Suisse მუდმივად აღნიშნავს, რომ ლესკოდრონი, რომელმაც 2020 წელს თავი მოიკლა, დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა.

მის კლიენტები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი Credit Suisse Life-ს ადანაშაულებს იმაში, რომ მან თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა და აღმოფხვრა ვერ შეძლო და ამის გამო, ბანკს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება. 

ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკის წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლის საჩივარი გასულ თვეში შეიტანეს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი