LIVE

დანიური სტარტაპი გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს

10 დეკ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
დანიური სტარტაპი გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს
Bloomberg

სტარტაპმა, რომელიც გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს, დაფინანსების რაუნდში $12 მილიონი შეაგროვა. 

Hyme-ი თანხის ნაწილს საპილოტე ქარხნის განვითარებაში დახარჯავს. სტარტაპი ცდილობს ახალი გზები მოიძიოს ქარისა და მზისგან გამოუყენებელი ელექტროენერგიის შესანახად. დანიური კომპანია უკვე განიხილავს დაფინანსების კიდევ ერთ რაუნდს, რომელიც გლობალური გამოყენების დანერგვისკენ იქნება მიმართული.

დანია ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს ქარის ენერგიისგან იღებს, მაგრამ ხშირად სრულად ვერ იყენებს ღამით გამომუშავებულ ენერგიას, როდესაც მოთხოვნა დაბალია. პრობლემა 2021 წელს გაძლიერდა, რადგან ქარის სიჩქარე ნორმაზე დაბალი იყო და ევროპაში ენერგიის ფასები გაიზარდა.

Hyme-ი მოელის, რომ მის შესანახ ობიექტს დაახლოებით $20 კვტ.სთ. ენერგიის შენახვა შეეძლება 14 დღის განმავლობაში. კომპანიამ მეთოდი ჰიდროქსიდის მარილის გამოყენებით შეიმუშავა, რომელიც კოროზიული მასალაა და ცნობილია, როგორც კაუსტიკური სოდა. როდესაც ის თბება და თხევადი ხდება, ჰიდროქსიდის მარილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგიის შესანახად.

კომპანიის ინვესტორებს შორისაა Heartland-ი, რომელიც დანიელი მილიარდერის, ანდერს პოვლსენის საინვესტიციო ფირმაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ლიზა კაე ვარაუდობს, რომ ენერგიის მოხმარება უახლოეს წლებში გაიზრდება. მისი თქმით, Hyme-ს აქვს პოტენციალი ბაზარს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შენახვის ერთ-ერთი გზა შესთავაზოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორტენ ბატლერი