LIVE

რუსეთში ომიკრონის შტამი დაფიქსირდა

06 დეკ 202117:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1005
რუსეთში ომიკრონის შტამი დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს

რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებლის განცხადებით, სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ 10 პირს Covid-19 დაუდასტურდა, მათ შორის, ორი ახალი შტამით ინფიცირებული აღმოჩნდა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას მთავრობას ახალი შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა და განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების, წამლების, ჟანგბადის მარაგზე უნდა გამახვილდეს. 

ომიკრონის შტამი, რომელიც პირველად გასულ თვეს სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, 30-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება.