LIVE

Google-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების თარიღი ისევ გადადო

03 დეკ 202112:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 761
Google-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების თარიღი ისევ გადადო

Alphabet-ის Google-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება კიდევ ერთხელ გადადო. ნაბიჯი Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებას უკავშირდება.

Google-მა ოფისებში დაბრუნების თარიღად 10 იანვარი დააწესა, თუმცა კომპანიამ დასაქმებულების დიდ ნაწილს თავდაპირველად კვირაში მხოლოდ სამი დღით დაბრუნება სთხოვა. Google-ის უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტმა, კრის რეკაუმ ხუთშაბათს ელფოსტით შეატყობინა თანამშრომლებს, რომ კომპანია ახალ წელს დაელოდება, რათა ოფისებში სრულად დაბრუნების შესაძლებლობა შეაფასოს.

Google-მა „ჰიბრიდული“ სისტემა მიიღო, რომელიც საშუალებას აძლევს ზოგ თანამშრომელს ოფისიდან და დისტანციურად მუშაობა შეათავსონ, თუმცა კომპანიამ თანამშრომლების უმეტესობა სრულად დაბრუნებისკენ წაახალისა. Google-ის სპიკერმა განაცხადა, რომ თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ნებაყოფლობით ბრუნდებიან ოფისებში, იზრდება. ბოლო კვირების განმავლობაში Google-ის აშშ-ს თანამშრომლებიდან თითქმის 40% ოფისში დაბრუნდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ბერგენი