LIVE

"ვისოლის" დირექტორი: დაახლოებით ორ კვირაში უნდა ველოდოთ საწვავის გაიაფებას

01 დეკ 202112:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 1952

„ვისოლის" გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, ორ კვირაში საწვავი გაიაფდება და ფასის კლება შესაძლოა 10-15 თეთრი იყოს.

„ნოემბრის მეორე ნახევრიდან ნავთობის საერთაშორისო ფასებმა შემცირება დაიწყო, რაც ორმა გარემოებამ განაპირობა. აშშ-ს განცხადებამ, რომ ნავთობის მარაგების გაყიდვას გეგმას და კოვიდის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენამ - ახალი ლოკდაუნის მოლოდინში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. შესაბამისად, საწვავის გაძვირების ტრენდმა, რომელმაც ოქტომბერში პიკს მიაღწია კლება დაიწყო. ეს გარემოება ბუნებრივია, რომ საქართველოზეც აისახება და საწვავის გაიაფებას აქაც უნდა ველოდოთ“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ხორავამ.

მისი თმით, კომპანიის მიერ, უკვე აქტიურად მიმდინარეობს მარაგების შევსება და დაახლოებით ორ კვირაში, საწვავის საცალო ფასი საქართველოში კლებას დაიწყებს. საწვავის გაიაფების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად ხორავა ლარის სტაბილურობასაც ასახელებს.

ლონდონის ბირჟაზე Bret Crude Oil-ის ერთი ბარელი $70, ხოლო Light Sweet Crude Oil $66.16 ღირს.

შეგახსენებთ, საქართველოში საწვავის გაძვირებას "ვისოლისა" და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა.