LIVE

მსოფლიოში 8 მილიარდზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდა

01 დეკ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 924
მსოფლიოში 8 მილიარდზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდა

Bloomberg-ის სტატისტიკით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 184 ქვეყანაში 8.01 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

გლობალურად, ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 35.7 მილიონი დოზაა. ამ ტემპით, მსოფლიოში მოსახლეობის 75%-ის მინიმუმ 1 დოზით აცრას კიდევ 3 თვე დასჭირდება.

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დოზა ადმინისტრირებულია ჩინეთში, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.49 მილიარდს გადააჭარბა, მას მოჰყვება  ინდოეთი 1.24 მილიარდზე მეტი დოზით, მე-3 ადგილზე ევროკავშირი 640 მილიონზე მეტი დოზით, მას მოსდევს აშშ სადაც 460 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გამოიყენეს. 

რაც შეეხება საქართველოს, 1 დეკემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 183 335 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.1%

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.