LIVE

Zoom-ს ამავე სახელწოდების იაპონური კომპანია უჩივის

30 ნოე 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
Zoom-ს ამავე სახელწოდების იაპონური კომპანია უჩივის
Bloomberg

Zoom-ი, იაპონური ჩამწერი მოწყობილობების მწარმოებელი, აშშ-ს ამავე სახელწოდების ვიდეოკონფერენციების გიგანტს უჩივის. იაპონურ კომპანიას, სურს დაიცვას თავისი სავაჭრო ნიშანი, მაგრამ არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

იაპონურმა Zoom-მა განაცხადა, რომ სარჩელი Zoom Video Communications-ის წინააღმდეგ ტოკიოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა. კომპანიამ, რომელსაც 95 თანამშრომელი ჰყავს, თქვა, რომ შეთანხმებით დაინტერესებული არ არის, რადგან სურს, რომ მისი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი იურიდიულად იყოს დაცული.

Zoom-ის იაპონურად ძებნისას Google-ის საძიებო სისტემა აშშ-ს ვიდეო კონფერენციების საიტის იაპონური ერთეულის შედეგებს აჩვენებს. რთულად იძებნება ჩამწერი მოწყობილობების მწარმოებლის ვიკიპედიის გვერდი, სახელით „Zoom (ინსტრუმენტების შემქმნელი)“. იაპონური Zoom-ი 1983 წელს დაარსდა და Jasdaq-ის ჩამონათვალშია განთავსებული.

ჩამწერი მოწყობილობების მწარმოებელმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, არსებობს მაღალი შანსი ამერიკული Zoom-ი კომპანიის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის უფლებებს არღვევდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლილი ნანომია