LIVE

CDC: ყველა ვაქცინირებული მოზრდილი "ბუსტერით" უნდა აიცრას

30 ნოე 202111:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1025
CDC: ყველა ვაქცინირებული მოზრდილი "ბუსტერით" უნდა აიცრას

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი" (CDC) 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ვაქცინირებულ ადამიანს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3, ე.წ. "ბუსტერ" დოზით აცრის რეკომენდაციას აძლევენ. 

თუ ამ დრომდე არსებული გაიდლაინით, მოზრდილებს „შეეძლოთ“ მიეღოთ გამაძლიერებელი დოზა, ახალი შტამის გავრცელების პირობებში CDC ამბობს, რომ Pfizer-ით ან Moderna-თი აცრილებმა "ბუსტერი" მე-2 დოზიდან 6 თვეში "უნდა" გაიკეთონ. იგივე რეკომენდაცია ვრცელდება მათზე, ვინც Johnson & Johnson-ის ერთჯერადი ვაქცინით აიცრა, თუმცა მათ "ბუსტერით" აცრა ვაქცინაციიდან ორი თვის შემდეგ შეუძლიათ. 

ნოემბრის დასაწყისში CDC-ის გაცემული რეკომენდაციით, ბუსტერით უნდა აიცრას 50 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანი, ასევე, 18-64 წლის მოზრდილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან მუშაობენ/ცხოვრობენ გარემოში, სადაც უფრო მეტად უვითარდებათ მძიმე Covid-19.

როშელ ვალენსკიმ, CDC-ის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ სამხრეთ აფრიკის ადრეული მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონის ვარიანტი ზრდის ვირუსის გადაცემის სიჩქარეს. მისივე თქმით, მეცნიერები სასწრაფოდ იკვლევენ რამდენად ეფექტური იქნება არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. Pfizer-ის პარტნიორი BioNTech-ი, Moderna და J&J მუშაობენ იმისათვის, რომ თავიანთი ვაქცინები ომიკრონზე მორგებული გახადონ. 

ვალენსკის თქმით, ომიკრონის გაჩენა ხაზს უსვამს ვაქცინაციის, გამაძლიერებლების და ვირუსისგან დაცვის სხვა ზომების მნიშვნელობას. მან ასევე მოუწოდა ხალხს ავადმყოფობის შემთხვევაში გაიკეთონ კოვიდ-ტესტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რეზერფორდი