LIVE

Pfizer-მა გარკვეულ ჯგუფებში Covid-19-ის სამკურნალო აბების დაშვებისთვის FDA-ს მიმართა

17 ნოე 202116:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 682
Pfizer-მა გარკვეულ ჯგუფებში Covid-19-ის სამკურნალო აბების დაშვებისთვის FDA-ს მიმართა
Bloomberg

Pfizer-მა აშშ-ის მარეგულირებლებს მაღალი რისკის ჯგუფში Covid-19-ის სამკურნალო აბების გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის მიმართა. 

სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, ნიუ იორკში კომპანიის აქციები 0.5%-ით გაიზარდა.

Pfizer-ი აბების წარმოებისა და დისტრიბუციაში $1 მილიარდის ჩადებას გეგმავს. Covid-ის სხვა სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, მისი გამოყენება სახლშიც შეიძლება.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს  10 მილიონი პაციენტის სამკურნალოდ სამყოფი ამბები შეიძინოს. 

ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, Paxlovid-მა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი 89%-ით შეამცირა. 

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, კომპანია სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელს მალე მიმართავს, რათა სამკურნალო საშუალება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ი წამლების მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოუშვან Covid-19 აბების იაფი ვერსიები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 95 ქვეყნისათვის. შედეგად, წამლის მწარმოებელი კომპანიები დაიწყებენ მის მიწოდებას ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი