LIVE

Pfizer-ი Covid-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას სხვებსაც აძლევს

17 ნოე 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 768
Pfizer-ი Covid-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას სხვებსაც აძლევს
Qilai Shen/Bloomberg

Pfizer-ი წამლების მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოუშვან Covid-19 აბების იაფი ვერსიები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 95 ქვეყნისათვის.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან გაეროს მიერ მხარდაჭერილი მედიკამენტების საპატენტო ფონდთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. ექსპერიმენტული აბი ლიცენზირებული გახდება მას შემდეგ, რაც ის მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას მიიღებს. შედეგად, წამლის მწარმოებელი კომპანიები დაიწყებენ მის მიწოდებას ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს. ამ სიახლის შემდეგ საფონდო ბირჟაზე Pfizer-ის აქციების ფასი 1%-ით დაეცა.

განცხადების თანახმად, Pfizer-ი არ მიიღებს ჰონორარს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაბალშემოსავლიანი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების გაყიდვებიდან პანდემიის მთლიანი აქტიური ფაზის განმავლობაში.

ნანატრი გარიგება გაზრდის პანდემიასთან ბრძოლის ახალი ძლიერი ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობას. Pfizer-ის მიერ Covid-19-ისათვის შემუშავებული mRNA ტექნოლოგიისგან განსხვავებით, აბების წარმოების ქიმიური ტექნიკა დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულია. ამიტომ აბების იაფად წარმოება მრავალ კომპანიას შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რობერტ ლანგრეტი და ჯეიმს პატონი