LIVE

NASA-ს მეცნიერმა ჩინეთთან საიდუმლო ვაჭრობის საქმეზე ტყუილი აღიარა

14 იან 202112:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 292
NASA-ს მეცნიერმა ჩინეთთან საიდუმლო ვაჭრობის საქმეზე ტყუილი აღიარა
James Blair - NASA - JSC

NASA- ს უფროსმა მეცნიერმა აღიარა, რომ ხელისუფლებას ჩინეთის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

ოთხშაბათს, ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის მეია მეიპანი დამნაშავედ ცნო და მეცნიერს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეიპანი ჩინეთის „ათასობით ტალანტის“ პროგრამაში მონაწილეობდარომელიც შეერთებული შტატების მტკიცებით, ჩინეთის მთავრობამ უცხო ქვეყნის ტექნოლოგიურ მიღწევებზე საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გამო შექმნა. მეიპანი NASA-ში 1996 წლიდან მუშაობდა და 2006 წლიდან Ames-ის ნანოტექნოლოგიების კვლევით ცენტრში უფროსი მეცნიერის თანამდებობა ეკავა.

თუმცა, 2020 წლის ოქტომბერში FBI-ს აგენტებთან, NASA-ს გენერალურ ინსპექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებთან დაკითხვის დროს, მეცნიერმა პროგრამაში მონაწილეობა უარყო.

ანალოგიური ბრალდება აშშ-ს პროკურორებმა რამდენიმე სხვა მეცნიერს, მკვლევარსა და აკადემიკოსსაც წაუყენეს. ათეულობით საქმეა აღძრული სამხედრო უნივერსიტეტებთან კავშირში მყოფი ჩინელი მკვლევარების წინააღმდეგ. კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული იმ მოწვეული მკვლევარების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩინეთის აკადემიურ პროგრამებში, რომლებიც აშშ მთავრობის მტკიცებით, მთავრობას სავაჭრო საიდუმლოების შეგროვებაში ეხმარება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის დოლმეჩი