LIVE

ფხაკაძე: ვცდილობთ, საწვავის ფასის მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე

15 ნოე 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1875
ფხაკაძე: ვცდილობთ, საწვავის ფასის მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს. სოსო ფხაკაძის განცხადებით, აწუხებს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოების მხრიდან საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება.

მისი განმარტებით, კომპანია ყველანაირად ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატება მთლიანად არ გადაიტანოს მომხმარებელზე. 

"როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ოცი წელია აშენებს იმას, რასაც კონკრეტულად "ვისოლი“ ჰქვია, ბუნებრივია, მაწუხებს თითოეული ადამიანის რეაქცია, საჯარო თუ არასაჯარო პროტესტი, რომელიც საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა. ყველანაირად ვცდილობთ, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე და როგორც მინიმუმ, ეს პროცესი გავწელოთ დროში. თუმცა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით.

„ვისოლ პეტროლიუმი“ არის ქართული, სრულიად გამჭვირვალე კომპანია და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩავერთოთ რაციონალურ, პროფესიულ და კონსტრუქციულ განხილვებში და არ დავტოვოთ აბსოლუტურად არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი“,- ნათქვამია ფხაკაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასის გამო "ვისოლის" მიმართ საპროტესტო კამპანია მიმდინარეობს.

12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $82.17 შეადგინა.