LIVE

ტექნიკური ინდიკატორები ეთერიუმის ფასის კლებას ვარაუდობენ

16 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 496
ტექნიკური ინდიკატორები ეთერიუმის ფასის კლებას ვარაუდობენ
Bloomberg

ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, ეთერიუმის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ უკუსვლას დაიწყებს.

ეთერიუმის ბლოკჩეინის ძირითადი მონეტა წელს ექვსჯერ გაიზარდა, რაც ბიტკოინის 127%-იან ზრდას აჭარბებს. ეთერიუმის ქსელის განახლებამ და დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისების გამო მისმა პოპულარობამ, ეთერიუმზე მოთხოვნა გაზარდა.

თუმცა, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეთერიუმის უახლესი ზრდის მასშტაბები თითქმის იგივეა, რაც ივნისიდან სექტემბრის შუალედში, რომელმაც შემდგომში შემცირება დაიწყო. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ სიმეტრიული შაბლონის მიხედვით ვარაუდობს, რომ ეთერიუმის ფასი მალე კლებისკენ წავა.

ასევე წითლად ციმციმებს DeMark ინდიკატორი, რომელიც ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, როდის გაივლის ბაზრის ტენდენცია.

TD-ის ანალიზის მიხედვითაც, ეთერიუმი, სავარაუდოდ, უკან დაიხევს. ანალიზის მიხედვით, მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასის ერთ-ერთი საკვანძო დონე $4 998-ია. ამ ნიშნულის გადალახვა ეთერიუმის მოულოდნელი გაძლიერების ნიშანი იქნება.

Coindesk-ის მიხედვით, მონეტის ღირებულება ამჟამად $4,723 შეადგენს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკშაი ჩინჩალკარი