BMW და Volkswagen-ის Audi-ის განყოფილება ბრიტანული სუპერმანქანების მწარმოებლის, McLaren Automotive-ის შეძენით ინტერესდებიან.
Automobilwoche-ის ცნობით, BMW სუპერმანქანების ბიზნესს აკვირდება, ხოლო Audi McLaren-ის Formula 1-ის სარბოლო განყოფილებით არის დაინტერესებული. სტატიის თანახმად, BMW ბაჰრეინის სუვერენულ ფონდთან, Mumtalakat-თან, რომელიც McLaren-ს აკონტროლებს, მოლაპარაკებებს მომავალი თვის დასაწყისში გამართავს.
McLaren-ი ფინანსების გამოსწორებას პანდემიიგან მიღებული დარტყმის შემდეგ ცდილობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან როჯერსი