სპრეის სახით ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები შეიცავენ დიდი ოდენობით ბენზოლს - ნათქვამია დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის შედეგებიც აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას გაეგზავნა.
სპრეები მოხვდა იმ აეროზოლური პროდუქტების სერიაში, რომლებიც შეიცავენ კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას. მათ შორისაა მზისგან დამცავი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
მიმდინარე წლის დასაწყისში, Johnson & Johnson-მა მაღაზიებიდან უკან დაიბრუნა ბრენდების Neutrogena და Aveeno-ს დამზადებული მზისგან დამცავები. Beiersdorf-მა ასევე მიიბრუნა Coppertone-ის მზისგან დამცავი რამდენიმე სპრეი სექტემბერში, ხოლო ოქტომბერში, Bayer-მა ამოიღო Lotrimin-ისა და Tinactin-ის სპრეი, რომელიც გამოიყენებოდა სპორტსმენის ფეხის ქავილის დროს, რადგან ტესტებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ნიმუში შეიცავდა ბენზოლს.
პროდუქტების ამოღების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში Valisure-მა, დამოუკიდებელი ტესტირების ლაბორატორიამ, FDA მზისგან დამცავ საშუალებებში ბენზოლის არსებობის შესახებ გააფრთხილა.
Valisure-მა ბოლო თვეებში გატესტა 30 ბრენდის იღლიის სპრეის 108 პარტია და 59 პარტიაში აღმოჩნდა ბენზოლის ოდენობა სამჯერ აღემატება მზისგან დამცავ კრემებში აღმოჩენილ ოდენობას.
გასულ თვეს მკვლევრებმა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს ისეთი მზისგან დამცავი საშუალებების ბრენდების გაყიდვიდან ამოღება სთხოვეს, როგორიცაა Coppertone, Banana Boat და Neutrogena. მკვლევრების ჯგუფი აცხადებს, რომ მათ ამ პროდუქტებში პოტენციური კანცეროგენის არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა ედნი