LIVE

Alphabet-მა $2 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას მიაღწია

09 ნოე 202110:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
Alphabet-მა $2 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას მიაღწია

Google-ის დედობილმა კომპანიამ, Alphabet-მა ორშაბათს $2 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას პირველად მიაღწია. კომპანიის კაპიტალიზაციის ზრდა ციფრულ რეკლამებზე დანახარჯებისა და ღრუბლოვანი ბიზნესის ზრდას უკავშირდება.

Alphabet-ს აშშ-ს ხუთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას შორის ყველაზე კარგი პერფორმანსი აქვს 70%-იანი ზრდით. ზრდა, ძირითადად, Google-ის სარეკლამო ბიზნესის წარმატებით არის გამოწვეული.

აქციების ფასის ზრდა კომპანიას Apple-თან და Microsoft-თან ერთად ექსკლუზიურ კლუბში ახვედრებს. Microsoft-მა მიმდინარე წელს უკვე მიაღწია $2 ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას.

მისი იაფი შეფასებისა და მაღალი ზრდის ტემპის გამო, ინვესტორები Alphabet-ის აქციების ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატრინა ლევისი და ნიკო გრანტი