ბილ გეიტსი, Microsoft-ის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მდიდარი ყოფილიყო ვიდრე ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ერთად.
Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, გეიტსს 1998 წლის სექტემბერში, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანია გახდა, $2,06 მილიარდის აქციების ეკვივალენტი ჰქონდა. Microsoft-მა 29 ოქტომბერს ყველაზე ღირებული კომპანიის სტატუსი Apple-ისგან ისევ დაიბრუნა. წილი, რომელიც გეიტსს Microsoft-ში 1998 წელს ჰქონდა პარასკევს დაახლოებით $693 მილიარდად შეფასდებოდა, რაც მასკის $340,4 მილიარდს და ბეზოსის $200,3 მილიარდს ერთად აღებულს აჭარბებს.
ცნობისთვის, გეიტსმა Microsoft-ის აქციების დიდი ნაწილი 2020 წელს საბჭოს დატოვებამდე გაყიდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ უილსონი