LIVE

ჩინეთმა ოქტომბერში რეკორდული დადებითი სავაჭრო სალდო დააფიქსირა

07 ნოე 202116:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
ჩინეთმა ოქტომბერში რეკორდული დადებითი სავაჭრო სალდო დააფიქსირა
Bloomberg

ჩინეთმა ოქტომბერში რეკორდული დადებითი სავაჭრო ბალანსი დააფიქსირა. ქვეყნის ექსპორტი მიწოდების გლობალური ჯაჭვის შეფერხების მიუხედავად გაიზარდა.

საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ექსპორტი გასულ თვეში დოლარში 27,1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და $300,2 მილიარდს მიაღწია. ქვეყანა 13 თვის განმავლობაში ორნიშნა ზრდას აფიქსირებს და ეკონომისტების მოლოდინს 22.8%-იანი ზრდას აჭარბებს. იმპორტი 20,6%-ით გაიზარდა,რაც დადებითი სავაჭრო ბალანსს $84,54 მილიარდამდე ტოვებს.

ძლიერი სავაჭრო მაჩვენებლები ეხმარება ჩინეთის ეკონომიკას, რომელიც ბოლო თვეებში სუსტი შიდა მოთხოვნის გამო მკვეთრად შენელდა. შენელებული მოთხოვნა ძირითადად უძრავი ქონების სექტორის დაღმასვლით, ელექტროენერგიის დეფიციტით, სამრეწველო წარმოების შენელებითა და სუსტი სამომხმარებლო ხარჯვითა არის გამოწვეული.

საბაჟო მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ჩინეთის ექსპორტი, მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან ყველაზე სწრაფად გაიზარდა.

ჩინეთის მოთხოვნა საქონელზე, მისი სამრწეველო და მშენებლობით დატვირთული ეკონომიკის გამო, მსოფლიოში ყველაზე დიდია. თუმცა, მშენებლობასთან დაკავშირებულ საქონელზე მოთხოვნა, ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის ვარდნის გამო, მიმდინარე წელს შენელდა. ოქტომბერში რკინის მადნის იმპორტი მოცულობითი თვალსაზრისით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია