LIVE

უკრაინა 5 ჰაკერს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს

06 ნოე 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
უკრაინა 5 ჰაკერს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს
depositphotos

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის უკრაინამ ხუთ ჰაკერს ბრალი წაუყენა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2014 წლიდან ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც არმაგედონი, დაახლოებით 5000 კიბერშეტევა განახორციელა უკრაინის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ.

სამსახურმა მოიპოვა და ჩაიწერა საუბარი ჯგუფის ორ წევრს შორის, რომლებიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აგენტები არიან და მუშაობენ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

ჰაკერებს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის და ოდენობის ზარალი შეიძლება მოჰყოლოდა ჯგუფის რომელიმე თავდასხმას.