LIVE

თურნავა: პოლიტიკური სტაბილურობა დონორების პოზიტიური მოლოდინის წინაპირობაა

05 ნოე 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1003
თურნავა: პოლიტიკური სტაბილურობა დონორების პოზიტიური მოლოდინის წინაპირობაა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დონორების ოპტიმისტური მოლოდინების ერთ-ერთი წინაპირობაა.

მისი შეფასებით, მომდევნო სამი წელი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა "გარანტირებულია".

"ჩვენ დიდი გამოწვევა გვქონდა, არჩევნები ჩავატარეთ და საკმაოდ მაღალი დემოკრატიული სტანდარტი ვაჩვენეთ - პოლიტიკური სტაბილურობა უახლოესი სამი წელი არის უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ეს არის ერთ-ერთი ის წინაპირობა, რაც საშუალებას აძლევს EBRD-ს, სხვა დონორებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს პოზიტიური ოპტიმისტური მოლოდინი ჰქონდეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ცნობისთვის, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა, ხოლო საქართველოს მთავრობა წელს 10%-იან ზრდას ელის.