LIVE

„გირჩი“ კანაფის მოხმარების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დაკვალიფიცირებას ითხოვს

05 ნოე 202112:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 565
„გირჩი“ კანაფის მოხმარების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დაკვალიფიცირებას ითხოვს

„გირჩმა“კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომლის თანახმადაც, კანაფის და მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდება.

„2018 წლიდან საქართველოში კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა. ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანაფის გამო ,ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება“, - განაცხადა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

პარტია „გირჩის“ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.