LIVE

წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება - EBRD

04 ნოე 202114:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება - EBRD

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 3 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზარდა. ამასთან, 2022 წელს EBRD-ი კვლავ 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის შეფასებით, მოსალოდნელია მშპ-ს ზრდა 3.6%-ით 2021 წელს და 2.9%-ით 2022 წელს.

ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ეკონომიკა გაიზრდება 5.2%-ით და 4.7%-ით 2022 წელს.

EBRD-ი მიმდინარე წელს ცენტრალურ აზიაში ეკონომიკის 4.9%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2022 წელს 4.8%-ს. ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთის ეკონომიკა წელს 9%-ით გაიზრდება, ხოლო რუსეთის ეკონომიკა 4.3%-ით.

უახლესი ანგარიშის თანახმად, EBRD-მა თავისი რეგიონებისათვის 2021 წლის ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით, 5.5%-მდე გაზარდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დაგეგმა, ხოლო 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაზარდა.