LIVE

ვინ შეცვლის ანგელა მერკელს?

13 იან 202116:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
ვინ შეცვლის ანგელა მერკელს?
Bloomberg L.P.

გერმანიის პოლიტიკური მომავალი შაბათს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ვირტუალურ ყრილობაზე დაიწყებს ჩამოყალიბებას, სადაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს.

ვინ არიან მერკელის შესაძლო მემკვიდრები:

არმინ ლაშეტი

Laschet

ლაშეტი მერკელის მოკავშირე და მისი საემიგრაციო პოლიტიკის დამცველია. ის 2017 წელს სოციალ-დემოკრატების დამარცხების შემდეგ გერმანიის ყველაზე ხალხმრავალ ჩრდილოეთ ვესტფალიას მართავს. საგულისხმოა, რომ 2018 წელს სწორედ ამ რეგიონის პოლიტიკა ითხოვდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას.

59 წლის ლაშეტი ევროინტეგრაციის პროცესში ზომიერი პოლიტიკის მომხრეა და, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით მერკელის მემკვიდრეობას გააგრძელებს. თუმცა, მისმა პოლიტიკურმა ვარსკვლავმა ქრობა Covid-19-ის შემდეგ დაიწყო, რადგან ჩრდილოეთ ვესტფალიის მიწა პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ამომრჩევლების ნაწილი პანდემიის მართვის მის მიდგომას ნეგატიურად აფასებს.

არმინ ლაშეტი ბერლინის დაუნდობელ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოუცდელია. შაბათს გამარჯვების შემთხვევაში, მისი მომხრეები იმედოვნებენ, რომ ის წინამორბედის, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის მსგავსად არ გაქრება. მერკელის რჩეული კრამპ-კარენბაუერი 2018 წელს პარტიის ხელმძღვანელი გახდა, თუმცა ზეწოლის შემდეგ განზე გადგომა გადაწყვიტა.  

ფრიდრიხ მერცი, მერკელის მოსისხლე მტერი

Friedrich Merz

მერცი მერკელის დიდი ხნის კონკურენტია და თავს CDU ისტაბლიშმენტის ოპონენტად წარმოაჩენს.  პარტიის კონსერვატიული, პრო-ინდუსტრიული ნაწილის ფავორიტს ზომიერი ფრთა წარსულის ძველი ბიჭების კლუბის რელიქვიად მიიჩნევს.

მას შემდეგ, რაც მერკელმა მისი პოლიტიკური კარიერა დაჩრდილა, მერცი სცენას 2018 წელს პარტიაზე კონტროლის აღების მცდელობით დაუბრუნდა, მაგრამ კრამპ-კარენბაუერმა გეგმები ჩაუშალა. როგორც კორპორატიული იურისტი, იგი დროებით დაუბრუნდა სამუშაოს BlackRock-ში, ვიდრე გერმანიის მთავარ პოლიტიკურ ოფისში საბოლოო განაცხადს გააკეთებდა.

მერცი 2000-2002 წლებში CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის პარტიის ახალგაზრდული ფრთხის მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა ფართო ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს, ამან კი შეიძლება შეამციროს მისი შანსები.

ნორბერტ როტგენი, მეამბოხე დაბრუნდა

Norbert Roettgen

ამჟამად ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მინისტრობის დროინდელი საეჭვო რეპუტაცია აქვს - ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც მერკელმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.  

მერკელის ყოფილი პროტეჟეს ამბიცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2010 წელს ლაშეტის დამარცხებით CDU-ს ხელმძღვანელი გახდა ჩრდილოეთ ვესტფალიის მიწაზე.  თუმცა,  ორი წლის შემდეგ რეგიონალური კენჭისყრის დროს წააგო SPD-სთან და უარი თქვა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. მსგავსმა ქედმაღალმა ქმედებებმა საბოლოოდ მისი განდევნა გამოიწვია.

წლების შემდეგ, 55 წლის ზომიერმა პოლიტიკოსმა მეამბოხეს რეპუტაცია შეიძინა. მან CDU დეპუტატებს შორის აჯანყება გამოიწვია მერკელის ჩინურ Huawei Technologies Co-ს მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გამო და არ ეთანხმება კანცლერის პოზიციას Nord Stream2 გაზსადენზე, რომელიც გერმანიის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ზრდის. 

გრძელვადიან პერსპექტივაში ის შეიძლება გახდეს კომპრომისული კანდიდატი, რომელიც კურსის მკვეთრად მარჯვნივ გადახვევის გარეშე მერკელისგან ერთგვარი შესვენება იქნება.  როტგენმა ჩაატარა საზრიანი მედია კამპანია, რომელმაც, როგორც ჩანს, მისი შანსები გაზარდა.

მარკუს სოდერი, სათადარიგო მოთამაშე

Markus Soeder

ბავარიის პრემიერ-მინისტრი სოდერი, CDU-ხელმძღვანელი, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება კონსერვატიული ბლოკის ყველაზე ძლიერი იარაღი გახდეს სექტემბრის ეროვნული არჩევნებისათვის, თუმცა მან არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს დარჩეს ადგილზე. შანსები შეიძლება გაიზარდოს, თუ ლაშშეტი ან როიტგენი გაიმარჯვებენ, სოდერს კი ნამდვილად სურს გახდეს კანცლერი.

ამასთან, ფაქტი ფაქტად რჩება: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ CSU-ს მხოლოდ ორმა ლიდერმა სცადა კანცლერის პოსტის დაკავება და ორივემ წააგო.

54 წლის შოდერი, რომელმაც ერთხანს პარტიის რისხვა გამოიწვია, 2018 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ CSU-ს თავმჯდომარე.

მან გაიუმჯობესა პოზიცია კონსერვატორებს შორის CDU-ს პარტიის კონფერენციაზე 2018 წელს, როდესაც სიტყვით გამოსვლისას დელეგატები ფეხზე წამოუდგნენ და მოახერხა კრამპ-კარენბაუერის დაჩრდილვა. სოდერმა თავი პანდემიის დროს მკაცრი შეზღუდვების მოთხოვნითაც გამოიჩინა.  

იენს სპანი, ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი

Jens Spahn

ჯანდაცვის მინისტრმა სპანმა ადრევე თქვა უარი CDU-ს ლიდერობაზე და მხარი ლაშეთს დაუჭირა. მისი რეპუტაცია პანდემიის დროს გაუმჯობესდა, რადგან ბევრი ამომრჩეველი მის სტრატეგიას მხარს უჭერს. მარკმა დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგში მერკელი ჩამოიტოვა.

მას შემდეგ, რაც პარტიის წარმომადგენლებმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, სპანმა განაცხადა, რომ ამჟამად არ აპირებს კანცლერობაზე კენჭისყრას.

სპანის ამბიციები მას შემდეგ გაცხადდა, რაც 2018 წელს მან CDU-ს ლიდერობაზე პრეტენზია წამოაყენა. მიუხედავად მესამე ადგილის დაკავებისა, მან მედიის ყურადღების მიმხრობა მოახერხა.

პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა სახელი მერკელზე თავდასხმებით გაითქვა. ის აკრიტიკებდა კანცლერის სტრატეგიას ევროზონის და 2015 წელს მიგრანტების კრიზისების დროს. თუმცა, გერმანიაში Covid-19 ვაქცინის გავრცელების პრობლემებმა შეიძლება მის წინსვლას ხელი შეუშალოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რეიმონდ კოლიტი და იენ როჯერსი