LIVE

მსოფლიოში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

01 ნოე 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
მსოფლიოში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში Covid-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ვაქცინაციის წყალობით, ბოლო თვეებში გარდაცვალების გლობალური დინამიკა შემცირდა. უახლესი 1 მილიონი შემთხვევა 110 დღის განმავლობაში დაფიქსირდა, მაშინ, როცა 3-დან 4-მილიონიან ნიშნულამდე შემთხვევების რიცხვი 90 დღეში გაიზარდა. 

უკანასკნელი მონაცემები დაუახლოვდა მაჩვენებელს, რომელიც დაფიქსირდა პანდემიის პირველ წელს, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ ძალას იკრებდა.

ბოლოს დაფიქსირებულ მილიონ გარდაცვლილთა შორის 14% მოდის აშშ-ზე, რუსეთი მთლიანი რაოდენობის 10%-ს შეადგენს, ხოლო ინდონეზია და ბრაზილია - 8%-ს.

საქართველოში კორონავირუსით სულ 10 089 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა. 

მეცნიერები ამბობენ, რომ პანდემია დასასრულისგან ჯერ შორს არის. იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, მდგომარეობა უფრო მწვავეა. ექსპერტები მოსახლეობას Covid-19-ის საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 

დადასტურებულია, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და ადამიანებს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და გარდაცვალებისგან მაღალი ეფექტურობით იცავენ. 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯინშან ჰონგ