LIVE

მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო 7 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

31 ოქტ 202111:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო 7 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა
Bloomberg

Bloomberg–ის სტატისტიკით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 184 ქვეყანაში 7 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

გლობალურად, ბოლო ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 28,2 მილიონი დოზაა. ამ ტემპით, მსოფლიოში მოსახლეობის 75%-ის დაფარვას კიდევ 6 თვე დასჭირდება.

მსოფლიოში ყველაზე მეტი აცრა ჩინეთში ჩატარდა, მას ინდოეთი და ევროკავშირი მოსდევს.

ჩატარებული აცრების რიცხვი საკმარისია გლობალურად მოსახლეობის 45.5%-ის სრულად ვაქცინირებისთვის, თუმცა განაწილება ქვეყნებს შორის თანაბარი არ არის. მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და რეგიონები მოსახლეობას 20-ჯერ უფრო სწრაფად ცრიან, ვიდრე ამას ყველაზე ღარიბები ახერხებენ. 

NCDC-ის ცნობით, საქართველოში ჩატარებულია 1 974 521-ზე მეტი აცრა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 938 134 ადამიანი. 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.