LIVE

ბენედიქტ კამბერბეჩი HBO-ს სერიალში ალექსანდრე ლიტვინენკოს როლს შეასრულებს

31 ოქტ 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1424
ბენედიქტ კამბერბეჩი HBO-ს სერიალში ალექსანდრე ლიტვინენკოს როლს შეასრულებს
STEVE SCHOFIELD

ბენედიქტ კამბერბეჩი HBO-ს ახალ მინი-სერიალ Londongrad-ში მოკლული აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს როლს შეასრულებს

სერიალი ალან კაუელის წიგნზე, “ტერმინალის ჯაშუშზეა” დაფუძნებული და მოგვითხრობს 2006 წელს, ინგლისში, რადიოაქტიური იზოტოპის, პოლონიუმ-210-ით მოწამვლის შედეგად მოკლული KBG-ს აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ნამდვილ ისტორიას. 

კამბერბეჩმა კარიერის განმავლობაში რამდენიმე ძალიან პოპულარული როლი ითამაშა. მათ შორის ყველაზე ცნობილი ლეგენდარული დეტექტივი შერლოკ ჰოლმსია BBC-ის სერიალში Sherlock, რისთვისაც მან Emmy-სა და BAFTA-ს ნომინაციებში გაიმარჯვა.

კამბერბეჩმა ითამაშა ShowTime-ის მინი-სერიალში Patrick Melrose, რომელიც ედვარდ სენტ ობინის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანების სერიას ეფუძნება. კამბერბეჩი ნომინირებული იყო ოსკარზე შესრულებული როლისთვის დრამაში The Imitation Game.