LIVE

Disney ბილეთის ფასს ზრდის

30 ოქტ 202113:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
Disney ბილეთის ფასს ზრდის
Bloomberg

Disney კალიფორნიის თემატურ პარკებში ერთჯერადი შესვლის ფასს დატვირთულ დღეებში 6,5%-ით $164-მდე ზრდის. ნაბიჯი კომპანიის ახალ სისტემაზე გადასვლის ნაწილია, რომელიც ფასებს მოთხოვნის მიხედვით ადგენს.

სისტემის მიხედვით, ნაკლებად დატვირთულ დღეებში შესვლის ფასი $104 დოლარი დარჩება. კომპანიამ 2016 წელს ბილეთების ფასებისთვის დონეების ფორმატი შექმნა, რომლის მიხედვითაც შაბათ-კვირის, ზაფხულისა და არდადეგების განმავლობაში ფასები სხვა დღეებთან შედარებით მაღალია.  უახლესი ნაბიჯის შემდეგ, კომპანიას ახლა ექვსი დონე აქვს.

ცვლილებები მიანიშნებს, რომ კომპანიები ფასების გაზრდასთან დაკავშირებით თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან პანდემია უკან იხევს, მომხმარებლები კი კვლავ ხარჯვას იწყებენ. თემატური პარკი მეორე ყველაზე მაღალი დონის ბილეთის ფასს ასევე  $154-დან $159-მდე ზრდის.

კომპანიის ორმა თემატურმა პარკმა კალიფორნიაში, Disneyland-მა და California Adventure-მა, ფასები ბოლოს პანდემიურ ჩაკეტვებამდე, 2020 წლის თებერვალში გაზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრიტოფერ პალმერი