უდიდესი რუსული ინტერნეტ საძიებო კომპანია რუსეთის ფოსტის ამანათებს რობოტების გამოყენებით დაარიგებს. სიახლის მიზანი მომსახურების დაჩქარებაა.
კომპანიის განცხადებით, Yandex NV-ის მოწყობილობა მოქმედებს საპილოტე პროგრამით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ამანათი რობოტის მეშვეობით მოსკოვის 27 საფოსტო ოფისიდან მიიღონ.
Yandex-ს უკვე აქვს ჩემოდნის ზომის 50 რობოტი, რომელიც ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში GrubHub-ს საკვებით ამარაგებს.
აგვისტოში კომპანიამ განაცხადა, რომ მოწყობილობების საწარმოსთვის Uber Technologies-ის წილს ყიდულობდა.
რუსეთში, რობოტების ან დრონების გამოყენება შეიძლება იყოს ეკონომიური გზა შორეულ ან ნაკლებად დასახლებულ რაიონებში მომსახურების შეთავაზებისთვის. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა საფოსტო სერვისმა დრონებით მიწოდება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის, 2018 წელს, როცა ოპერაცია შეჯახებით დასრულდა.
საფოსტო ამანათების მისატანად დრონებს რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ. ბრიტანეთის Royal Mail-მა ამ გზას შოტლანდიის კუნძულზე გზავნილების გადასატანად მიმართა. Japan Post-ი ამჟამად ატარებს ცდებს და გეგმავს, რომ ის სისტემატურად 2023 წლიდან გამოიყენოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიკ რუდნიცკი