LIVE

Worldcoin-ის მოწყობილობამ კრიპტოვალუტის სანაცვლოდ 130 000 ადამიანის თვალი დაასკანერა

24 ოქტ 202112:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1246
Worldcoin-ის მოწყობილობამ კრიპტოვალუტის სანაცვლოდ 130 000 ადამიანის თვალი დაასკანერა
Worldcoin

Worldcoin-ის პროექტმა, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს, ამ დროისთვის 130 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიზიდა. ამისთვის მათ მხოლოდ თვალის სკანირება დასჭირდათ. 60 000 მომხმარებელი პროექტში ბოლო ოთხ კვირაში ჩაერთო. 

სტარტაპი თვალის სკანირების მეთოდს უსაფრთხოების გამო ირჩევს. ის თვალის ფერადი გარსის სკანირებას ახდენს და კრიპტოვალუტის ფლობისთვის პირადობის უნიკალურ იდენტიფიკატორად გამოიყენება, რაც გაყალბებასა და თაღლითობას გამორიცხავს. 

"ჯერ ადრეა, მაგრამ ტესტების შედეგები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ Worldcoin-ი მალე დააკავშირებს პირველ მილიარდ მომხმარებელს ერთ საერთო კრიპტო ქსელში", - აცხადებენ კომპანიაში. 

Worldcoin-ს აქვს 10 მილიარდი ჟეტონის ფიქსირებული მარაგი, საიდანაც 20%-ს თვალის სკანერის მოწყობილობების წარმოებისთვის და პროტოკოლის შემუშავების დასაფინანსებლად გამოიყენებს, დანარჩენი კი განკუთვნილია მომხმარებლებისა და ოპერატორებისათვის, რომლებიც Worldcoin-ის პროტოკოლის გაშვებას უზრუნველყოფენ. სტარტაპი მომხმარებლებს თვალის სკანირების სანაცვლოდ უფასო კრიპტოვალუტას სთავაზობს. მისი განცხადებით, დროთა განმავლობაში რეგისტრაციისთვის გამოყოფილი ტოკენების რიცხვი დაიკლებს. 

CoinDesk-ის მიხედვით, Worldcoin-ი დაახლოებით $1 მილიარდადაა შეფასებული. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $1,2 ტრილიონია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინჯერი