LIVE

ლუქსემბურგში კანაფის სახლში კულტივაცია და გამოყენება ლეგალიზებული ხდება

23 ოქტ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
ლუქსემბურგში კანაფის სახლში კულტივაცია და გამოყენება ლეგალიზებული ხდება
Steve Helber/AP

ლუქსემბურგის მთავრობა სახლში კანაფის გაშენებისა და გამოყენების ლეგალიზაციას აპირებს. სრულწლოვან მოქალაქეებს კანაფის ოთხი ძირის პირადი მოხმარებისთვის გაზრდის უფლება ეძლევათ.

მთავრობა ასევე დაუშვებს კანაფის თესლის მაღაზიებში რეალიზაციას, ასევე საზღვარგარეთიდან შემოტანასა და ონლაინ ყიდვას. ლეგალური ხდება კანაფის თესლის წარმოება კომერციული მიზნებისთვის.

მოხმარება და კულტივაცია დაიშვება მხოლოდ სახლში, თუმცა სამ გრამამდე ტრანსპორტირება ან მოხმარება აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არამედ კლასიფიცირდება, როგორც გადაცდომა.

მწვანეთა ლიდერებმა, დემოკრატიულ პარტიასთან და სოციალისტურ ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად  განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი “ასახავს ლუქსემბურგის ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეორიენტაციას”.

ახალი კანონმდებლობის ძირითადი მიზნები იქნება კანაფის გარკვეული რაოდენობის წარმოების, შეძენისა და მოხმარების განთავისუფლება სასჯელისგან, მომხმარებლებთან დაკავშირებული ფსიქიკური და ფიზიკური საფრთხეების შემცირება.