LIVE

რუსეთი შეშფოთებულია - გაზის ფასის ზრდამ, შესაძლოა, მოთხოვნა შეამციროს

21 ოქტ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
რუსეთი შეშფოთებულია - გაზის ფასის ზრდამ, შესაძლოა, მოთხოვნა შეამციროს

რუსეთი შეშფოთებულია - გაზის ფასის ზრდამ შეიძლება მის უდიდეს საექსპორტო ბაზარზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

“ეს ვითარება საბოლოოდ იწვევს მოხმარების შემცირებას და გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე, მათ შორის Gazprom-ზე, ამიტომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ენერგიის, მათ შორის გაზის ფასის გაუთავებელი ზრდით”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე.

ევროპაში გაზის ფასმა ბოლო კვირების განმავლობაში ყველა რეკორდი მოხსნა, რადგან შეზღუდულმა მიწოდებამ და თხევადი ტვირთისთვის აზიასთან ინტენსიურმა კონკურენციამ მიწოდების დეფიციტი გამოიწვია.

კრიზისი ზრდის ბიზნესის, საყოფაცხოვრებო ხარჯებსა და სურსათის ფასებსაც. ევროპის რამდენიმე ინდუსტრიაში, ენერგიის დიდი მომხმარებლები ზღუდავენ საკმაოდ ძვირადღირებულ ოპერაციებს, მათ შორის ქიმიური გიგანტი BASF და სასუქების მწარმოებლები CF Industries Holdings და Yara International.

Gazprom-ის ექსპორტი ევროპაში აგვისტოს ბოლოდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. ევროპის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა რუსი მწარმოებელი კრიზისში წვლილის შეტანაში დაადანაშაულა. Gazprom აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ხდება გრძელვადიანი კლიენტებისა და რეგიონის ზოგიერთი მსხვილი კომუნალური კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ადასტურებს, რომ ისინი მეტს არ ითხოვენ მაღალი ფასების გამო.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა პუტინს მთავრობის სხდომაზე განუცხადა, რომ რუსეთი ასრულებს ზამთრის წინ ქვეყანაში გაზის მარაგის შევსებას. შიდა ბაზარზე რეზერვების შევსების შემდეგ Gazprom-მა შეიძლება განახორციელოს გაზის მოკლევადიანი ექსპორტის გაყიდვები. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება რუსულმა მწარმოებელმა უნდა მიიღოს, რომელიც გაითვალისწინებს შიდა მიწოდებასა და მომხმარებელთა მოთხოვნებს.

იმავდროულად, რუსეთი წელს ელოდება გაზის რეკორდულ მოხმარებას ქვეყნის შიგნით - მოთხოვნა მიმდინარე სეზონზე დაახლოებით 3%-ით მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. შიდა მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, BCS Global Markets-ის თანახმად, Gazprom-ი არ შექმნის დამატებით მარაგს ევროპისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დინა ხრენიკოვა და ოლგა ტანასი