LIVE

ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია

20 ოქტ 202121:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია
Bloomberg

აშშ-ში კრიპტოსთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტის შემდეგ, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა 3.1%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა $66,084 შეადგინა. რეკორდული ფასი აპრილის პიკს აჭარბებს, ბოლოდროინდელი ზრდის ტალღის შემდეგ კრიპტოვალუტის ზრდა 2021 წლისთვის 120%-ს აღემატება. ასევე გაიზარდა უფრო ფართო Bloomberg Galaxy Crypto Index-ი.

ბიტკოინის ფასი პანდემიის ეპოქის ლიკვიდურობის, სპეკულაციური ფსონების და ინსტიტუციური ინვესტორების უფრო ფართო მიმღებლობის ფონზე იზრდება. უმსხვილესი კრიპტოვალუტის პერფორმანსი არასტაბილური იყო: ბიტკოინის ფასი ივნისში $30,000-ზე დაბლა დაეცა, კლება ელექტროენერგიის მოხმარების გამო კრიტიკამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა გამოიწვია.

ბიტკოინთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტი სამშაბათს შედგა. ფონდი, რომელიც შეერთებული შტატების ჩამონათვალშია განთავსებული, მეორე ყველაზე დატვირთული სავაჭრო ფონდია ისტორიაში, რაც კრიპტო ინდუსტრიისთვის წყალგამყოფ მომენტს წარმოადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი