პრემიერლიგის განცხადებით, მისი წევრი კლუბების ფეხბურთელების ორ მესამედზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია.
მოთამაშეების 81%-ს მინიმუმ ერთი დოზა აქვს გაკეთებული, 68% კი სრულად ვაქცინირებულია.
"პრემიერლიგა მონაცემებს ყოველკვირეულად აგროვებს. ლიგა აგრძელებს კლუბებთან მუშაობას ფეხბურთელებისა და კლუბის თანამშრომლების ვაქცინაციის წახალისების მიზნით”,- ნათქვამია განცხადებაში.
პრესსპიკერის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია ამჟამად არ განიხილება.
ბოლოდროინდელმა ანგარიშები აჩვენებს, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ვაქცინაციის სტატუსს არ აცხადებს. Liverpool-ის მენეჯერმა, იურგენ კლოპმა ოქტომბრის დასაწყისში Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს ვაქცინაციის 99%-იანი მაჩვენებელი აქვს და აცრის საჭიროებაში ფეხბურთელების დარწმუნება არ სჭირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ჰელიერი